სიახლეები
დაიკინმა საერთაშორისოდ აღიარებული დიზაინის ორი ჯილდო მოიპოვა - „RED DOT DESIGN AWARD 2022“ და „IF DESIGN AWARD 2022“
11.05.2022

DAIKIN INDUSTRIES, LTD. მუდმივად ინარჩუნებს პირველობას და ამჯერად კომპანიამ საერთაშორისოდ აღიარებული დიზაინის ორი ჯილდო მოიპოვა, „RED DOT DESIGN AWARD 2022“ და „IF DESIGN AWARD 2022“. აღნიშნული აღიარება მიიღოევროპული ბაზრისთვის წარმოებული ჰაერის გამწმენდისა და კონდიციონერის დიზაინმა. გარდა ამისა, DAIKIN INDUSTRIES, LTD.-ს „IF DESIGN AWARD 2022“ ჯილდო ჩინეთის ბაზარზე წარდგენილ მულტი-სპლიტ სისტემის შიდა ბლოკისთვის გადაეცა.
1955 წლიდან დღემდე იმართება საერთაშორისო კონკურსი „RED DOT DESIGN AWARD 2022“, გერმანული ორგანიზაციის - DESIGN ZENTRUM NORDRHEIN WESTFALEN-ის მიერ. 
„RED DOT DESIGN AWARD 2022“ ჯილდო მოიცავს სამ კატეგორიას: "პროდუქტის დიზაინი", "ბრენდები და კომუნიკაციის დიზაინი" და "კონცეპტუალური დიზაინი“. ყოველწლიურად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებისგან იგზავნება 18000-ზე მეტი განაცხადი მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. დაიკინმა აღნიშნული ჯილდო მიიღო ევროპულ ბაზარზე ჰაერის გამწმენდისა და კონდიციონერის ინოვაციური დიზაინის შემუშავებისთვის.
1953 წლიდან საერთაშორისო დაჯილდოება „IF DESIGN AWARD“, გერმანიაში დაფუძნებულიდიზაინერული ორგანიზაციის IF INTERNATIONAL FORUM DESIGN -ის მიერ, ყოველწლიურად იმართება.კომპანიის გუნდი შედგება 132 ექსპერტისგან, რომელიც 9 კატეგორიის მიხედვით ახდენსგამორჩეული დიზაინის იდენტიფიცირებას, რაც მოიცავს „პროდუქტის დიზაინის“, „შეფუთვის დიზაინისა“ და „სერვისის დიზაინის“ კატეგორიებს. წლევანდელი მონაცემებით დაფიქსირდა,დაახლოებით 11000 განაცხადი 57 ქვეყნის მასშტაბითსხვადასხვა კომპანიებისა და დიზაინერებისგან. 
დაიკინის მიერ მოპოვებული ჯილდო განისაზღვრებოდა კატეგორიით "პროდუქტის დიზაინი" - ჰაერის გამწმენდის, კონდიციონერისა და მულტი-სპლიტ სისტემის შიდა ბლოკის დიზაინისშემუშავებისთის ევროპისა და ჩინეთის ბაზარზე. 
„RED DOT DESIGN AWARD 2022“-ისა და „IF DESIGN AWARD 2022“-ის ჯილდოების გარდა, ჰაერის გამწმენდმა მოიპოვა 2021 წლის „GOOD DESIGN AWARD“ ჯილდო, რასაც ფინანსურად აქტიურად უჭერდა მხარს იაპონიის დიზაინის განვითარების ინსტიტუტი.
გარდა იმისა, რომ დაიკინის მიერ შემუშავებული პროდუქცია ყოველთვის წარმოადგენს ინოვაციური დიზაინის უპრეცედენტო მაგალითს, იაპონური ბრენდი ყოველთვის უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხს, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების მთავარი წინაპირობაა.