ცოდნა და გამოცდილება
ჩვენ შესახებ

Domson’s Engineering & Construction-ი არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში. ჩვენი ჯგუფი ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების მქონე რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს მსხვილი ინვესტორებისა და დეველოპერებისათვის.

წლების განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების შენობების სრული სამშენებლო მომსახურება, რაც მოიცავს პროექტირებას, სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოებს და სრულ მომსახურებას ხანძარუსაფრთხოების მიმართულებით.

ჩვენს ჯგუფში არსებული გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს ქვეყანაში დავნერგოთ თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები, განვავითაროთ ქვეყნის სამშენებლო ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას.