სასტუმრო კახეთში
სასტუმრო კახეთში
დასრულებული

კახეთის რეგიონში, თელავთან ახლოს, შატოს ტიპის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც სასტუმრო, რესტორანი, საცხოვრებელი ვილები, საკონფერენციო დარბაზები, ღია და დახურული ტიპის აუზები, ღვინის მუზეუმი და მარნები იქნება განთავსებული.

პროექტში, Domson’s Engineering & Construction-ი სასტუმროს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ასრულებს და აღნიშნულის ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემებით აღჭურვას და შემდგომ მომსახურებას უზრუნველყოფს. ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემები, თავის მხრივ, გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს, შიდა ელექტრო ქსელებს, ვიდეომეთვალყურეობას, წყალმომარაგებას, კანალიზაციას, შიდა ქსელებს, სახანძრო სიგნალიზაციას, ინტელექტუალური მართვის და დაშვების სისტემების საინსტალაციო სამუშაოებს მოიცავს.
 
სასტუმროს საერთო ფართობია: 4800 მ2
პროექტის დასრულება დაგეგმილია: 14 თვეში