მაკდონალდსის პურის საწარმო
მაკდონალდსის პურის საწარმო
მიმდინარე
დაწყების თარიღი: მარტი 2020
დამკვეთი: INTERNATIONAL BAKER HOUSE LLC

ქალაქ თბილისში, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, კონტინენტზე რიგით მეოთხე მაკდონალდსის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს, ელექტრომექანიკური სისტემების პროექტირებასა და ინსტალაციას კომპანია DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ი უზრუნველყოფს. 
შენობაში დაგეგმილია წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის, ელექტროობის და სუსტი დენების სამონტაჟო სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება, ISO 14001 სტანდარტის შესაბამისად, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ნორმებს ენიჭება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ს და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, FIDIC-ის ყვითელი წიგნის, 2017 წლის მეორე გამოცემით რეგულირდება, რაც თავის მხრივ, პროექტის უმაღლესი სტანდარტებით შესრულებას უწყობს ხელს.

ფართობი: 4 400 მ²
მისამართი: საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი