ონლაინ კაზინო Evolution Gaming
ონლაინ კაზინო Evolution Gaming
მიმდინარე
დაწყების თარიღი: სექტემბერი 2018
დამკვეთი: შპს „ევოლუშენ ჯორჯია“

ონლაინ კაზინო EVOLUTION GAMING-ში საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოებს კომპანია DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ი ასრულებს. 

EVOLUTION GAMING-ი B2B კლიენტებს LIVE გადაწყვეტილებებს და პროდუქტებს სთავაზობს, თანამშრომლობს თითქმის ყველა წამყვან სამორინესთან და წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ლიდერის პოზიციებს არ თმობს.

კაზინო აღიჭურვება ავტომატური ხანძარქრობის, გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის თანამედროვე და ინტეგრირებული სისტემებით. აღნიშნულ პროექტს DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ის გუნდი ასრულებს ASHRAE-ს და NFPA-ს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

პროექტი პრემიუმ ხარისხის პროდუქციის გამოყენებას ითვალისწინებს, როგორიცაა: DAIKIN, DANFOSS, NAFFCO და ა.შ.

ფართობი: 1 800 მ²
მისამართი: საქართველო, თბილისი, მექანიზაციის ქ. N1/2