სითი მოლი საბურთალო
სითი მოლი საბურთალო
დასრულებული
დაწყების თარიღი: მაისი 2019
დასრულების თარიღი: ოქტომბერი 2019
დამკვეთი: შპს "აიჯი დეველოპმენტ"

ქალაქ თბილისის ცენტრში, მრავალფუნქციური კომპლექსი სითი მოლი საბურთალო გაიხსნა, სადაც საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოები DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-მა განახორციელა.
სავაჭრო ცენტრში მოეწყო გასართობი ტერიტორიები, საკვები ობიექტები, ბიზნეს ცენტრი, სპორტული კომპლექსი და გაიხსნა საერთაშორისო ბრენდების მაღაზიები, როგორიცაა: ARMANI EXCHANGE, LACOSTE, BOGGI MILANO, GUESS, CK, TOMMY HILFIGER, MASSIMO DUTTI, H&M, ZARA და სხვა. შენობა წყალსადენ-კანალიზაციის, ავტომატური ხანძარქრობის, გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის სისტემებით არის აღჭურვილი, რომელთა საინსტალაციო სამუშაოები სრულ შესაბამისობაშია ASHRAE სტანდარტებთან და NFPA სახანძრო ნორმებთან.
პროექტში გამოყენებულია პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, როგორიცაა: DAIKIN, DANFOSS, FLAKTWOODS, EMERSON, DAB და სხვა.

ფართობი: 105 660  მ²
მისამართი: საქართველო, თბილისი, ქავთარაძის ქ. N1