ონლაინ კაზინო Evolution Gaming
ონლაინ კაზინო Evolution Gaming
მიმდინარე
დაწყების თარიღი: იანვარი 2020
დამკვეთი: შპს „ევოლუშენ ჯორჯია“

ონლაინ კაზინო EVOLUTION GAMING-ში, საინჟინრო სისტემების საპროექტო და საინსტალაციო სამუშაოებს DOMSON’S ENGINEERING & CONSTRUCTION-ი ასრულებს. EVOLUTION GAMING-ი, B2B კლიენტებს რეალურ დროში გადაწყვეტილებებს და პროდუქტებს სთავაზობს, თანამშრომლობს თითქმის ყველა წამყვან სამორინესთან და წლებია, მსოფლიოს მასშტაბით, ლიდერ პოზიციებს არ თმობს. კაზინო აღიჭურვება წყალსადენ-კანალიზაციის, სახანძრო სისტემების, გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის, ელექტროობის და სუსტი დენების, კერძოდ კი მონაცემთა გადაცემის (DATA) და შენობის ინტელექტუალური მართვის (BMS) თანამედროვე და ინტეგრირებული სისტემებით ASHRAE და NFPA საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

პროექტი პრემიუმ ხარისხის პროდუქციის გამოყენებას ითვალისწინებს, როგორიცაა: DAIKIN, DANFOSS, NAFFCO, SCHNEIDER ELECTRIC და ა.შ.

ფართობი: 2 500 მ2
მისამართი: საქართველო, თბილისი, მექანიზაციის ქ. N1/2