სიახლეები
DOMSON'S ENGINEERING-ი უკრაინის მხარდასაჭერად
02.03.2022

DOMSON'S ENGINEERING-ი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და აქტიურად უწევს ფინანსურ მხარდაჭერას ბოლო მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

უკრაინის დასახმარებლად მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის გადადგმული: შეიქმნა საქველმოქმედო ანგარიშები, შეგროვდა ჰუმანიტარული ტვირთი, დაორგანიზდა საქველმოქმედო ღონისძიებები და ა.შ.

GEORGIA RED CROSS SOCIETY / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, DOMSON'S ENGINEERING-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები გადაეცა უკრაინის დაზარალებულ მოქალაქეებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, კომპანია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მხარდამჭერ სხვადასხვა ინიციატივაში და მოუწოდებს ბიზნეს სექტორს, გაუწიოს ერთობლივი დახმარება უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

უკრაინის თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებთ მშვიდობას და ბედნიერ მომავალს!