სიახლეები
Domson's Engineering-მა უზრუნველყო ელ. შედუღების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კურსი
30.08.2021

Domson's Engineering-მა, კოლეჯ მოდუსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, უზრუნველყო ელ. შედუღების  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კურსი. სასწავლო პროცესი მოიცავდა არა მხოლოდ საწარმოო პრაქტიკას, არამედ მრავალფეროვან მასტერკლასებს კომპანიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო რეგულაციების სრული გათვალისწინებით.

სწავლება მიმდინარეობდა Domson's Engineering-ის პროექტებზე, სადაც სტუდენტები გაეცნენ ელ. შედუღების თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლებს და კომპანიის მუშაობის პრინციპებს. წარმატებას ვუსურვებთ სტუდენტებს და აქტიურად ვაგრძელებთ საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერას!