სიახლეები
ქეფსთოუნ პროექტი 2021
21.05.2021

DOMSON'S ENGINEERING & CONSTRUCTION-მა, როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორმა და CAPSTONE პროექტის სპონსორმა, მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სადიპლომო, საინჟინრო ქეფსთოუნ პროექტების ჩვენებაში.

CAPSTONE პროექტზე მუშაობის ფარგლებში სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კომპანიის მიერ განხორციელებულ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტში - MCDONALD'S BAKERY.

მოხარულები ვართ, რომ კურსდამთავრებულების მიერ წარდგენილმა სადიპლომო ნაშრომმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რაც მათი მიზანდასახულობის, შრომისა და მოტივაციის დამსახურებაა. ვულოცავთ სტუდენტებს აღნიშნულ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას სამომავლო საქმიანობაში.

 

მადლობას ვუხდით SAN DIEGO STATE UNIVERSITY GEORGIA-ს აქტიური თანამშრომლობისათვის და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA-ს საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერისათვის.