DAIKIN INDUSTRIES, LTD. მუდმივად ინარჩუნებს პირველობას და ამჯერად კომპანიამ საერთაშორისოდ აღიარებული დიზაინის ორი ჯილდო მოიპოვა, „RED DOT DESIGN AWARD 2022“ და „IF DESIGN AWARD 2022“. აღნიშნული აღიარება მიიღოევროპული ბაზრისთვის წარმოებული ჰაერის გამწმენდისა და კონდიციონერის დიზაინმა. გარდა ამისა, DAIKIN INDUSTRIES, LTD.-ს „IF DESIGN AWARD 2022“ ჯილდო ჩინეთის ბაზარზე წარდგენილ მულტი-სპლიტ სისტემის შიდა ბლოკისთვის გადაეცა.
1955 წლიდან დღემდე იმართება საერთაშორისო კონკურსი „RED DOT DESIGN AWARD 2022“, გერმანული ორგანიზაციის - DESIGN ZENTRUM NORDRHEIN WESTFALEN-ის მიერ.
„RED DOT DESIGN AWARD 2022“ ჯილდო მოიცავს სამ კატეგორიას: "პროდუქტის დიზაინი", "ბრენდები და კომუნიკაციის დიზაინი" და "კონცეპტუალური დიზაინი“. ყოველწლიურად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებისგან იგზავნება 18000-ზე მეტი განაცხადი მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. დაიკინმა აღნიშნული ჯილდო მიიღო ევროპულ ბაზარზე ჰაერის გამწმენდისა და კონდიციონერის ინოვაციური დიზაინის შემუშავებისთვის.
1953 წლიდან საერთაშორისო დაჯილდოება „IF DESIGN AWARD“, გერმანიაში დაფუძნებულიდიზაინერული ორგანიზაციის IF INTERNATIONAL FORUM DESIGN -ის მიერ, ყოველწლიურად იმართება.კომპანიის გუნდი შედგება 132 ექსპერტისგან, რომელიც 9 კატეგორიის მიხედვით ახდენსგამორჩეული დიზაინის იდენტიფიცირებას, რაც მოიცავს „პროდუქტის დიზაინის“, „შეფუთვის დიზაინისა“ და „სერვისის დიზაინის“ კატეგორიებს. წლევანდელი მონაცემებით დაფიქსირდა,დაახლოებით 11000 განაცხადი 57 ქვეყნის მასშტაბითსხვადასხვა კომპანიებისა და დიზაინერებისგან.
დაიკინის მიერ მოპოვებული ჯილდო განისაზღვრებოდა კატეგორიით "პროდუქტის დიზაინი" - ჰაერის გამწმენდის, კონდიციონერისა და მულტი-სპლიტ სისტემის შიდა ბლოკის დიზაინისშემუშავებისთის ევროპისა და ჩინეთის ბაზარზე.
„RED DOT DESIGN AWARD 2022“-ისა და „IF DESIGN AWARD 2022“-ის ჯილდოების გარდა, ჰაერის გამწმენდმა მოიპოვა 2021 წლის „GOOD DESIGN AWARD“ ჯილდო, რასაც ფინანსურად აქტიურად უჭერდა მხარს იაპონიის დიზაინის განვითარების ინსტიტუტი.
გარდა იმისა, რომ დაიკინის მიერ შემუშავებული პროდუქცია ყოველთვის წარმოადგენს ინოვაციური დიზაინის უპრეცედენტო მაგალითს, იაპონური ბრენდი ყოველთვის უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხს, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების მთავარი წინაპირობაა.
Daikin Europe N.V.-ი აღნიშნავს მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას - Flanders Investment and Trade (FIT)-ის მიერ კომპანიას გადაეცა ჯილდო „2022 წლის უცხოური ინვესტიცია“. აღნიშნული მიღწევა ხაზს უსვამს დაიკინის მიერ შეტანილ ინტელექტუალურ და 140 მილიონი ევროს ინვესტიციის სახით გაწეულ ფინანსურ წვლილს ბელგიის თბური ტუმბოს კვლევისა და განვითარების გლობალურ ცენტრში.
დაიკინის პროგნოზით, ახალი, თანამედროვე კვლევითი ცენტრი EMEA Development Center (EDC) გახდება კომპანიის თბური ტუმბოსა და მდგრადი გაგრილების ტექნოლოგიების გლობალური კვლევებისა და განვითარების მთავარი კვლევითი ცენტრი. EDC-ში გაწეული ინვესტიცია დაიკინის გეგმის "Daikin’s Fusion 2025"-ის ნაწილია - გაამყაროს პოზიციები, როგორც გლობალურად წამყვანი კომპანია მდგრადი გათბობისა და გაგრილების გადაწყვეტილებებში.
კვლევითი ცენტრი EMEA Development Center (EDC)-ს მშენებლობა დაგეგმილია ბელგიაში, ქ. გენტში მდებარე ტექნოლოგიურ პარკში. მისი ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება 2024 წლისთვის. EMEA ერთ სივრცეში გააერთიანებს ბელგიაში დაიკინის კვლევისა და განვითარების მიმართულებით მომუშავე ყველა სპეციალისტს. შედეგად, მათ მიეცემათ საშუალება უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ გენტის უნივერსიტეტთან.
"ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო ჩვენი სპეციალისტებისთვის, რაც მათი შთაგონების და ინოვაციური იდეების გენერირების ერთიანი სივრცე გახდება. გათბობის მიმართულებით ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინოვაციები ეფუძნება თბური ტუმბოს კვლევებისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაკვირვების შედეგების კომბინაციას, რაც ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავების შეუზღუდავ შესაძლებლობებს გვაძლევს“ - აღნიშნავს დაიკინის კვლევითი ცენტრი EMEA-ს გენერალური დირექტორის თანაშემწე, Laurent Van Thournout.
„თბური ტუმბოს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ 2050 წლისთვის ევროპის კონტინენტი კლიმატ-ნეიტრალური გახდეს. ჩვენს მიერ გამოყოფილი ინვესტიციები შესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე და წვლილი შევიტანოთ მდგრადი გათბობისა და გაგრილების განვითარებაში“ - აღნიშნავს Laurent Van Thournout.
DOMSON'S ENGINEERING-ი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და აქტიურად უწევს ფინანსურ მხარდაჭერას ბოლო მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.
უკრაინის დასახმარებლად მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის გადადგმული: შეიქმნა საქველმოქმედო ანგარიშები, შეგროვდა ჰუმანიტარული ტვირთი, დაორგანიზდა საქველმოქმედო ღონისძიებები და ა.შ.
GEORGIA RED CROSS SOCIETY / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, DOMSON'S ENGINEERING-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები გადაეცა უკრაინის დაზარალებულ მოქალაქეებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, კომპანია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მხარდამჭერ სხვადასხვა ინიციატივაში და მოუწოდებს ბიზნეს სექტორს, გაუწიოს ერთობლივი დახმარება უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.
უკრაინის თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებთ მშვიდობას და ბედნიერ მომავალს!
კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებით, Daikin Industries Ltd-მ ბოლო პერიოდში დიდი აღიარება მოიპოვა, რამაც განაპირობა კომპანიის CDP “A” სიაში მოხვედრა. თავის მხრივ CDP - საერთაშორისო არაკომერციული გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც მართავს გლობალური გარემოსდაცვითი ინფორმაციის სისტემას. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით საკითხებზე ანგარიშგებას და გააანალიზოს კლიმატის ცვლილების მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით.
CDP-ის ანგარიშგების სისტემა საშუალებას აძლევს კომპანიებს და ადგილობრივ ხელისუფლებას, აღრიცხონ და მართონ საკუთარი საქმიანობით განაპირობებული ზეგავლენა გარემოზე, შეაფასონ რისკები და შესაძლებლობები, რაც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, წყლის რესურსებისა და გაუტყეურების საკითხებს. CDP ყოველწლურად აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას დიდი კომპანიების გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ და ირჩევს ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე გამორჩეულნი არიან კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებების ინიციატივებითა და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაზიარებით კლიმატის ცვლილების "A“ სიისთვის. ანგარიშგება ყოველწლიურად ხორციელდება CDP-ის ანგარიშგების ონლაინ სისტემის მეშვეობით. მიმდინარე წლისთვის CDP-მ შეაფასა 12000 კომპანია და შეარჩია 200 საუკეთესო, მათ შორის 55 იაპონური კომპანია.
Daikin-ი მსოფლიოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს როგორც კონდიციონერებს, ასევე რეფრაგენტებს. მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის მიერ წარმოდგენილი პრემიუმ ხარისხის პროდუქცია და მრავალფეროვანი სერვისი გარემოსდაცვით ტექნოლოგიებზე არის დაფუძნებული. გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის მიმართულებით მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ შიდა სივრცეს, რაც ბუნებრივად ხელს უწყობს ადამიანების ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. თუმცა, ცნიბილი ფაქტია, რომ კონდიცირების ფართო გამოყენება ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც გავლენას ახდენს გლობალურ დათბობაზე. ბიზნესის ზრდის ხელშეწყობის მიზნით და ამავდროულად კლიმატზე ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად, Daikin-მა შეიმუშავა შესაბამისი პროგრამა “Environment Vision 2050”, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის ბიზნეს აქტივობების შედეგად სათბურის აირების გამოყოფის მინიმუმამდე დაყვანას 2050 წლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია 2030 წლისთვის გეგმავს მაჩვენებლის შემცირებას 50%-ით. წარმოების ეტაპზე დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შემუშავების გარდა, კომპანია მუშაობს რეფრაგენტის აღდგენისა და მისი მეორადი უტილიზაციის პროექტზე.
გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის (HVAC) მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი იაპონური ბრენდი, Daikin-ი აგრძელებს კომფორტულ და უსაფრთხო მიკროკლიმატზე ზრუნვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
Domson's Engineering-მა, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო პროცესების აქტიურმა მხარდამჭერმა, College Modus-თან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით დაასრულა მუშაობა ახალ სასწავლო პროექტზე, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობის მიმართულებით.
კომპანიამ უზრუნველყო ელ. შედუღების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კურსი, რომელიც მოიცავდა როგორც საწარმოო პრაქტიკის მრავალფეროვან კომპონენტებს, ასევე მასტერკლასებსა და ტრენინგებს კომპანიის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებისგან.
პრაქტიკული კურსის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით, სწავლება მიმდინარეობდა უშუალოდ Domson's Engineering-ის პროექტებზე. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ კომპანიაში დანერგილ ელ. შედუღების თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებსა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლებს.
წარმატებას ვუსურვებთ სტუდენტებს მათ სამომავლო საქმიანობაში!
როგორც მსოფლიო ლიდერი გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის მიმართულებით, DAIKIN-ი უზრუნველყოფს კომფორტულ და ჯანსაღ მიკროკლიმატს შენობის შიგნით, ნახშირორჟანგის (CO2) ემისისიის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
ინვაციური VRV5 სისტემა სრულიად ახალი და უპრეცენდენტო ეტაპია ამ მიმართულებით, რადგან დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის (GWP) მქონე ფრეონის - R-32 გამოყენებას ითვალისწინებს. ამავდროულად, აღსანიშნავია VRV სისტემის მომსახურების მოქნილობა, რასაც DAIKIN-ი გვთავაზობს ნებისმიერი ტიპის, მცირე თუ მასშტაბური შენობებისთვის.
VRV5 წარმოადგენს HVAC-R სისტემის უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს შენობის შიგნით CO2 ემისიის შემცირებას:
- მარტივი ინტეგრაცია როგორც ახალაშენებულ, ასევე არსებულ შენობებში;
- დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის (GWP) მქონე ფრეონის - R-32 გამოყენება, რომელიც 71%-ით ნაკლებ გავლენას ახდენს გარემოზე, ვიდრე R-410A;
- წინა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უფრო მაღალი სეზონური ეფექტურობის უზრუნველყოფა;
- სითბოს ინოვაციური 3-მილიანი რეკუპერაცია: სითბოს აღდგენა და რეცირკულაცია სხვადასხვა თერმული საჭიროების მქონე სივრცეებს შორის;
- მაღალეფექტური ვენტილაციის სისტემის ინტეგრაცია, რომელიც უზრუნველყოფს შენობის ჯანსაღი მიკროკლიმატის შენარჩუნებას.
მდგრადობა და ინოვაცია DAIKIN-ის “ENVIRONMENTAL VISION 2050”-ის განუყოფელი ელემენტებია. ახალი VRV5 სისტემის გამოყენება პასუხობს ორივე პრინციპს - მაქსიმალურად იზრდება შენობის ენერგოეფექტურობა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის გზით.
Daikin-მა შეიმუშავა ახალი პროგრამული შესაძლებლობა, რომელიც ახდენს სამაცივრე დანადგარებში ფრეონის აირის გაჟონვის გამოვლენას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დანადგარების უსაფრთხოებისა და აირის შემცველობის მოთხოვნილი ნორმის დაცვას.
პროგრამული შესაძლებლობა წარმოადგენს Daikin-ის მიერ შემუშავებულ უნიკალურ პროგრამულ ალგორითმს, რომელიც საწყისი მონაცემების გამოყენებით, წინასწარ საზღვრავს გაჟონვის საფრთხის რისკს. ამავდროულად, ახდენს მსგავსი ხარვეზების სავარაუდო განმეორებების ანალიზს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს განსაზღვროს ხარვეზის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების საჭიროება.
დაიკინის ახალი ალგორითმი, დანადგარების მაქსიმალური დატვირთვის დროს ახდენს მცირე რაოდენობის გაჟონვის დეტექციასაც კი. მსოფლიოს ბაზარზე არსებულ სხვა შესაძლებლობებთან შედარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გაჟონვის დეტექციას დანადგარის 50%-დან დატვირთულობის შემთხვევაში, დაიკინის ალგორითმი ახდენს დეტექციას დანადგარის დატვირთულობის 33%-დან.
გაჟონვის რისკების წინასწარი განზასღვრით დაიკინის ინჟინრებს შესაძლებლობა ეძლევათ დროულად დაგეგმონ ხარვეზების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები, რაც თავის მხრივ განაპირობებს ფრეონის დაზოგვას.
ფრეონის გაჟონვის გამოვლენის ახალი პროგრამული შესაძლებლობა წარმოადგენს Daikin on Site (DoS) დისტანციური მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის ნაწილს. ინოვაციული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება გამორიცხავს გაჟონვის გამოვლენისთვის დამატებითი სენსორების გამოყენების აუცილებლობას, ისევე როგორც ადგილზე მისვლას და მექანიკურ კონტროლს, რაც ასევე ხელს უწყობს დამატებითი ხარჯების შემცირებას.
ფრეონის გაჟონვის სწრაფი იდენტიფიცირება და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დროული დაგეგმვა აუცილებელია მავნე აირების ატმოსფეროში გამოყოფის თავიდან ასაცილებლად, რაც განაპირობებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანას.
მსოფლიოს ბაზარზე არსებულ სხვა შესაძლებლობებთან შედარებით, Daikin-ის ფრეონის გაჟონვის გამოვლენის ახალი სისტემა წარმოადგენს უნიკალურ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნენბულია ინოვაციურ მიდგომებზე და ორიენტირებულია ხარჯების შემცირებაზე, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობაზე.
DOMSON'S ENGINEERING-მა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის მიზანია საქართველოს შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.
მემორანდუმის ფარგლებში, სამაცივრე, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართულებით უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ DOMSON'S ENGINEERING-ში.
Domson's Engineering-მა, კოლეჯ მოდუსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, უზრუნველყო ელ. შედუღების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კურსი. სასწავლო პროცესი მოიცავდა არა მხოლოდ საწარმოო პრაქტიკას, არამედ მრავალფეროვან მასტერკლასებს კომპანიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო რეგულაციების სრული გათვალისწინებით.
სწავლება მიმდინარეობდა Domson's Engineering-ის პროექტებზე, სადაც სტუდენტები გაეცნენ ელ. შედუღების თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლებს და კომპანიის მუშაობის პრინციპებს. წარმატებას ვუსურვებთ სტუდენტებს და აქტიურად ვაგრძელებთ საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერას!
მსოფლიოს 100 საუკეთესო ინოვაციური კომპანიებისა და კვლევითი ინსტიტუტების გამოსავლენად, ამერიკული კორპორაცია CLARIVATE 2011 წლიდან ახორციელებს საპატენტო მონაცემთა ბაზების ანალიზს და უკვე 10 წელია ასახელებს მსოფლიოს გამოჩენილი კომპანიების რეიტინგს. 2021 წელს კომპანია DAIKIN-ს ზედიზედ მეშვიდედ, ხოლო ჯამში მერვედ გადაეცა აღნიშნული ჯილდო.
როგორც გათბობა-გაგრილებისა და კონდიცირების სისტემების მწარმოებელი, მსოფლიოს წამყვანი კომპანია, დაიკინი საშუალებას აძლევს სხვა ორგანიზაციებს გამოიყენონ მის საკუთრებაში არსებული პატენტების ნაწილი, რათა ხელი შეუწყოს სათბური აირების ემისიის შემცირებას ინდუსტრიის მასშტაბით. მაგალითად, 2011 წელს დაიკინმა განვითარებად ქვეყნებს უსასყიდლოდ მიანიჭა წვდომა კონდიცირების სისტემების 93 პატენტზე, სადაც გამოიყენება გლობალური დათბობის დაბალი პოტენციალის (GWP) მქონე ფრეონი HFC-32 (R32), ხოლო 2015 წელს გააფართოვა წვდომა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. გარდა ამისა, 2019 წელს DAIKIN-მა გააფართოვა პატენტების მოქმედების ფარგლები და უარი განაცხადა მათ დამტკიცებაზე ენერგიის დაზოგვისა და დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის (GWP) მქონე ფრეონის გამოყენების მხარდასაჭერად.
აღნიშნული ძალისხმევისა და ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, 2020 წლის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განსაკუთრებული მიღწევების დაჯილდოვების ფარგლებში, რომელიც ჩატარდა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსა და იაპონიის საპატენტო ოფისის მხარდაჭერით, DAIKIN-ს გადაეცა ჯილდო “MINISTER OF ECONOMY, TRADE AND INDUSTRY AWARD”.
DAIKIN-ი აგრძელებს კვლევებს ახალი, ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად, და ამით მსოფლიოს არა მხოლოდ ახალ ღირებულებებს სძენს, არამედ დიდი წვლილი შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების განვითარებაში.
DOMSON'S ENGINEERING-მა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი SAN DIEGO STATE UNIVERSITY GEORGIA-სთან. მემორანდუმის ფარგლებში, სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შემდეგი დასაქმების პერსპექტივით გაიარონ პრაქტიკული სწავლების კურსი DOMSON'S ENGINEERING-ში.
THE FINANCIAL-ის და GLOBAL IDEA-ს მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული, ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონიალი 26 ივნისს, შატო მუხრანში გაიმართა.
საქართველოში მთავარი ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში, ნომინაციაში "ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სამუშაოები" გამარჯვებული და THE GOLDEN BRAND-ის ტიტულის მფლობელი გახდა DOMSON'S ENGINEERING-ი.
DOMSON'S ENGINEERING-მა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის სამეცნიერო და საინჟინრო ასოციაციების კავშირთან/ THE UNION OF SCIENTIFIC AND ENGINEERING ASSOCIATIONS OF UKRAINE, რომელიც აერთიანებს წამყვან სპეციალისტებს სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით და არის FIDIC-ის წევრი.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია მასშტაბური პროექტების რეალიზება, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება აღნიშნულ დარგში, რაც ხელს შეუწყობს სამშნებლო-საინჟინრო სექტორის განვითარებას საქართველოში.
DOMSON'S ENGINEERING-მა, როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორმა და CAPSTONE პროექტის სპონსორმა, მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სადიპლომო, საინჟინრო ქეფსთოუნ პროექტების ჩვენებაში.
CAPSTONE პროექტზე მუშაობის ფარგლებში სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კომპანიის მიერ განხორციელებულ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტში - MCDONALD'S BAKERY.
მოხარულები ვართ, რომ კურსდამთავრებულების მიერ წარდგენილმა სადიპლომო ნაშრომმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რაც მათი მიზანდასახულობის, შრომისა და მოტივაციის დამსახურებაა. ვულოცავთ სტუდენტებს აღნიშნულ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას სამომავლო საქმიანობაში.
მადლობას ვუხდით SAN DIEGO STATE UNIVERSITY GEORGIA-ს აქტიური თანამშრომლობისათვის და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA-ს საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერისათვის.
DOMSON’S ENGINEERING-მა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კოლეჯ მოდუსთან, რომლის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით მიღებული თეორიული ცოდნა განავრცონ პრაქტიკული ცოდნით, რაც მათი პროფესიონალიზმის წინაპირობა იქნება.
ჩვენი მიზანია გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება მომავალ სპეციალისტებს. სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით პრაქტიკულ კურსში ჩართულობა აამაღლებს სტუდენტების პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც უზრუნველყოფს მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზებას სამომავლო საქმიანობაში.
პრაქტიკული კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიც არის შესრულებული სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დიაგნოსტიკა, სისტმების გამართულობის ტესტირება უახლესი მეთოდებითა და ტექნოლოგიით, თანამედროვე სამშენებლო მეთოდოლოგია, ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტები და მაღალეფექტური მასალების გამოყენების პრინციპები.
სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ კომპანია DOMSON’S ENGINEERING-ში დასაქმდნენ.
წარმატებას ვუსურვებთ სტუდენტებს და ვაგრძელებთ აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესებში!
Domson's Engineering-ის მიერ, მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, McDonald's-ის, კონტინენტზე რიგით მე-4 პურის საცხობი საწარმო შენდება, სადაც კომპანია ასრულებს ელექტრო-მექანიკურ, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნულ პროექტს რეგიონალური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საქართველო McDonald’s-ის ლოჯისტიკურ რუკაზე გამოჩნდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ადამიანური რესურსების დასაქმების კუთხით, ასევე მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის განვითარების მხრივ.
შენობაში დაგეგმილია წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის, ელექტროობის და სუსტი დენების სამონტაჟო სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება, ISO 14001 სტანდარტის შესაბამისად, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ნორმებს ენიჭება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ DOMSON’S ENGINEERING-ს და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, FIDIC-ის ყვითელი წიგნის, 2017 წლის მეორე გამოცემით რეგულირდება, რაც თავის მხრივ, პროექტის უმაღლესი სტანდარტებით შესრულებას უწყობს ხელს.
7 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის - Forbes Georgia-ს ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. Forbes Property-ის ნომინაციაში გამარჯვებულად კომპანია Domson's Engineering-ი დასახელდა.
კომპანია ელექტრო მექანიკური საინჟინრო სამუშაოების მიმართულებით ქართული ბაზრის ლიდერია. 2019 წლიდან სამშენებლო მიმართულების აქტიური განვითარებით, კომპანია მომხმარებელს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, რაც გულისხმობს პროექტირებას, სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოებს და კონსულტაციას სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. Domson’s Engineering-ის პროექტები თანამედროვე სამშენებლო მეთოდოლოგიით, ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტებით და მაღალ-ეფექტური მასალების გამოყენებით გამოირჩევა. მიმდინარე პროექტებზე დღეის მდგომარეობით 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
განვითარებულ ქვეყნებში ენერგოეფექტური შენობების კონცეფცია უფრო და უფრო აქტუალური ხდება. Domson’s Engineering-ი ამ მიმართულებითაც მოწინავე პოზიციებზეა, რასაც მათ მიერ რეგიონალური მასშტაბის პროექტებში დანერგილი, იაპონური ბრენდი Daikin-ის A+ კლასის ენერგოეფექტურობის მქონე სისტემები ადასტურებს.
DAIKIN-ი კონდიცირებისა და ვენტილაციის მიმართულებით მსოფლიოს ნომერ პირველ ბრენდს წარმოადგენს, რომლის წლიური ბრუნვა 24 მილიარდ დოლარს შეადგენს და საერთაშორისო მასშტაბით 70,000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. DOMSON’S ENGINEERING-ი 2014 წლიდან წარმოადგენს აღნიშნულ ბრენდს საქართველოში და ზედიზედ მეორე წელია ხდება საუკეთესო დისტრიბუტორი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით.
Domson’s Engineering-მა საკუთარი სასტუმრო კომპლექსის და ელიტარული ვილების მშენებლობა დაიწყო. პროექტი კახეთში, 10 ჰექტარის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსდება, სადაც ასევე ვენახების გაშენება და ღვინის წარმოება იგეგმება. აღნიშნული დეველოპერული პროექტის ინვესტიცია 20 მილიონ ლარს შეადგენს.
Domson’s Engineering-ი თანამშრომლობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა „თანაინვესტირების ფონდი“, „აი-ჯი დეველოპმენტი“, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ევექსი“, „თიბისი“ და „ალიანს ჯგუფი“. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების რიცხვს მიეკუთვნება „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრები, „ევექსის“ კლინიკები, „რედისონის ივენთ ჰოლი“, „კარფურის“ ჰიპერმარკეტები და ა.შ.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, კომპანია კომპლექსი „პანორამა თბილისი“-ის, რამოდენიმე ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროს, A კლასის ბიზნეს ცენტრის და „მაკდონალდსის“ საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებს.
2020 წელს „დომსონი“ თავისი მომსახურების გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ უზბეკეთში გეგმავს, სადაც კომპანია ოფისს გახსნის. პირველი პროექტი, საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო იქნება, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს დაიწყება.
კომპანია Domson’s Engineering-მა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2019 წლის 7 თებერვალს, სასტუმრო რუმსში კონფერენციას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე შეჯამდა კომპანიის მიერ საინჟინრო სფეროში გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯები, რის აღსანიშნავადაც, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი, კომპანია Daikin-ი ესტუმრა.
Domson’s Engineering-ი არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც რეგიონის უმნიშვნელოვანეს პროექტებში A-კლასის ენერგოეფექტურ სისტემებსა და ხანძარუსაფრთხოების NFPA-ის საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს. ქართულმა კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, იაპონური ბრენდი Daikin-ის საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მოიპოვა და ასეთივე წარმატებით აგრძელებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ბრენდებთან თანამშრომლობას.
კომპანია Daikin-ი დაარსდა 1924 წელს და დაფუძნების დღიდან დაუზოგავი ძალისხმევით უმკლავდებოდა მუდმივად-განვითარებად ტექნოლოგიურ გამოწვევებს და შეძლო გამხდარიყო გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ერთ-ერთი მსოფლიო წამყვანი მწარმოებელი. უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, Daikin-ი ქნმნის საუკეთესო პროდუქციას და სისტემებს, რათა უზრუნველყოს კომფორტული და ეკოლოგიურად ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო მთელ მსოფლიოში. კომპანია აწარმოებს A-კლასის ენერგო-ეფექტურ HVAC სისტემებს.
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საეთაშორისო კომპანიები საინჟინრო სფეროდან, საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
ასევე, საზეიმო ვითარებაში გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტს - City Mall Saburtalo-ს, Domson’s Engineering-სა და Daikin-ს შორის.
მსოფლიოს პირველი სოლარული გზატკეცილი გაიხსნა საფრანგეთის ნაკლებად მზიან სოფელ Tourouvre au Perche, ნორმანდიაში. გზატკეცილი მხოლოდ 1 კმ სიგრძისაა, მაგრამ გამოიმუშავებს 2800 კვ/მ ფოტოელემენტს, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის ქუჩის განათებას.
გზა გაყვანილი იქნა მსხვილი ანგლო-ფრანგული სამშენებლო კომპანია „Colas”-ის მიერ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კომპანია „Colas”-ი მუშაობს საკუთარი საგზაო სოლარული ტექნოლოგიით, რომლის სახელწოდებაა “Wattway”. თავდაპირველად “Wattway” გამოცდილი იქნა მანქანების პარკირების ადგილებში და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული სისტემა გამოიყენეს მოქმედ გზაზე. მას აქვს ორწლიანი გამოსაცდელი ვადა, გაუძლებს თუ არა ის ყოველდღიურად ათასობით მსუბუქი და სატვირთო მანქანის მოძრაობას და შეძლებს თუ არა რეალურად გამოიმუშაოს საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგია.
სოლარული გზების მშენებლობა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც მის მთავარ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა „Colas”-ის მფლობელის განცხადებით,“Wattway”-ის გაყიდვის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული პანელი არის სულ რამდენიმე მილიმეტრი სისქის და მისი დამონტაჟება შესაძლებელია უკვე არსებულ გზაზე, რაც თავის მხრივ, საგრძნობლად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს. ნორმანდიაში 1 კმ გზის მშენებლობის ღირებულება ორზოლიან გზატკეცილზე მხოლოდ ერთი ზოლისთვის შეადგენს 4.3 მილიონ ევროს (£ 4.3m).
ორზოლიანი გზის თითოეული კილომეტრის სოლარული პანელით 10 მეტრით გაფართოებისთვის თანხებმა შესაძლოა მიაღწიოს მილიარდობით ან ტრილიონობით ფუნტს, მაგრამ დაიფარება ქვეყნის გზების მნიშვნელოვანი ნაწილი.
საბედნიეროდ, საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრს, სეგოლენ როიალს, ბევრად უფრო გონივრული მიზანი აქვს: მას სურს, რომ გზატკეცილის ყოველ 1000კმ-ზე 1 კილომეტრი ჩაანაცვლოს სოლარულმა პანელებმა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ორზოიანი სოლარული გზის თითოეული კილომეტრის ღირებულება იქნება დაახლოებით 10 მილიონი ევრო, ხოლო მთლიანი გზა 10 მილიარდი ევროს ღირებულების იქნება.რომლის ღირებულებაც იქნება. ეს არ არის ცუდი იდეა, თუ პანელებს არ დასჭირდება რეგულარული შეკეთება და მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგის ღირებულება საწყის ხარჯთან შედარებით, ბევრად მაღალი იქნება.
დღესდღეობით, სოლარული გზის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც აფერხებს ამ ტიპის გზების მშენებლობას. Colas-ი თქმით “Wattway”-ის ელექტრო ეფექტურობა 15 პროცენტია, რაც საკმაოდ კარგია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, სოლარული პანელები არის ბრტყელი და არა კუთხოვანი მზის ტრაექტორიის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მის ეფექტურობას მაღალ სიბრტყეებზე. ასევე, გადატვირთულმა მოძრაობამ, თოვლმა, ტალახმა და წვიმის შემდგოომმა გუბეებმა შესაძლოა დაბლოკოს მზის სინათლე.
როგორც ჩანს, 5მლნ. ევრო ნორმანდიის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის მისაღები ხარჯია, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხაა პატარა სოფლის გასანათებლად (3300 ადამიანი).
"Wattway"-ის ბროშურის თანახმად 2,800 კვ.მ სოლარულ გზატკეცილს შეუძლია 140 სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, რაც წელიწადში, დაახლოებით 420 მეგავატია. აქვე უნდა აღინიშნოს რომ, რეალურად პროექტი მიმართულია მხოლოდ გარე განათების უზრუნველსაყოფად და ნორმანდიაში არა აქვთ მოლოდინი მიიღონ 420 მეგავატი მოცულობის ენერგია, მზის დაბალი ინტენსივობის გამო.
„ეს არის უდიდესი მოვლენა. ჩვენ მივეკუთვნებით იმ პირველ კორპორაციათა რიცხვს, რომლებმაც განახლებადი წყაროსგან მიღებული ენერგიის შესყიდვის ფართომასშტაბიანი გრძელვადიანი კონტრაქტი დადეს. დღეისთვის ჩვენ ვართ მსოფლიოს უმსხვილესი განახლებადი წყაროსგან მიღებული ენერგიის შემსყიდველი კორპორაცია, მათ შორის ვყიდულობთ ქარისა და მზის ენერგიას 2.6 გიგავატის (2,600 მეგავატის) ოდენობით. ეს აღემატება მრავალი მსხვილი ენერგოკომპანიის სიმძლავრეს." - განაცხადა Urs Hölzle-მა, Google-ის ტექნიკური ინფრასტრუქტურის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
Google არ არის ერთადერთი თავის მისწრაფებაში გახდეს ენერგიის განახლებადი წყაროს მომხმარებელი გლობალური კორპორაცია. მსოფლიოს 80-ზე მეტ წამყვან კომპანიას თავის თავზე აქვს აღებული ვალდებულება მთლიანად გადავიდეს განახლებადი წყაროსგან მიღებულ ენერგიაზე. Facebook, Microsoft, IKEA და Nestle არიან RE100 83 პარტნიორთა შორის, რომლებიც ებრძვიან წიაღისეული საწვავისგან წარმოებული ენერგიის ნებისმიერი დამოკიდებულების აღმოფხვრას.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) შესაბამისად, 2015 წელი იყო წელი, როდესაც ენერგიის განახლებადი წყაროები დაეწივნენ ქვანახშირს და გახდნენ გლობალური ენერგეტიკული პოტენციალის უმსხვილესი წყარო.
“მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყოველ ერთ საათში 30, 000 მზის პანელი იქნება დაყენებული. ხოლო ქარის ტურბინები ყოველ ერთ საათში 2.5 დონეს მიაღწევენ. 5 წლის ვადაში მსოფლიო ენერგიის 60%-ის მიღება მოხდება განახლებადი წყაროსგან“ - აცხადებს Google-ს ვიცე პრეზიდენტი.