როგორც მსოფლიო ლიდერი გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის მიმართულებით, DAIKIN-ი უზრუნველყოფს კომფორტულ და ჯანსაღ მიკროკლიმატს შენობის შიგნით, ნახშირორჟანგის (CO2) ემისისიის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
ინვაციური VRV5 სისტემა სრულიად ახალი და უპრეცენდენტო ეტაპია ამ მიმართულებით, რადგან დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის (GWP) მქონე ფრეონის - R-32 გამოყენებას ითვალისწინებს. ამავდროულად, აღსანიშნავია VRV სისტემის მომსახურების მოქნილობა, რასაც DAIKIN-ი გვთავაზობს ნებისმიერი ტიპის, მცირე თუ მასშტაბური შენობებისთვის.
VRV5 წარმოადგენს HVAC-R სისტემის უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს შენობის შიგნით CO2 ემისიის შემცირებას:
- მარტივი ინტეგრაცია როგორც ახალაშენებულ, ასევე არსებულ შენობებში;
- დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის (GWP) მქონე ფრეონის - R-32 გამოყენება, რომელიც 71%-ით ნაკლებ გავლენას ახდენს გარემოზე, ვიდრე R-410A;
- წინა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უფრო მაღალი სეზონური ეფექტურობის უზრუნველყოფა;
- სითბოს ინოვაციური 3-მილიანი რეკუპერაცია: სითბოს აღდგენა და რეცირკულაცია სხვადასხვა თერმული საჭიროების მქონე სივრცეებს შორის;
- მაღალეფექტური ვენტილაციის სისტემის ინტეგრაცია, რომელიც უზრუნველყოფს შენობის ჯანსაღი მიკროკლიმატის შენარჩუნებას.
მდგრადობა და ინოვაცია DAIKIN-ის “ENVIRONMENTAL VISION 2050”-ის განუყოფელი ელემენტებია. ახალი VRV5 სისტემის გამოყენება პასუხობს ორივე პრინციპს - მაქსიმალურად იზრდება შენობის ენერგოეფექტურობა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის გზით.