DOMSON’S ENGINEERING-ი წამყვანი საინჟინრო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს მსხვილი ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რაც კომპანიას უნიკალურს ხდის - შესრულებული სამუშაოს საუკეთესო ხარისხია. კომპანიის მიერ შესრულებული პროექტები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, გამოირჩევა თანამედროვე სამშენებლო მეთოდოლოგიით, ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტებით და მაღალეფექტური მასალების გამოყენებით.
DOMSON’S ENGINEERING-ის პრიორიტეტი მისი დამკვეთების კომფორტია, სწორედ ამას უკავშირდება მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზება, რაც საინჟინრო, სარემონტო სამუშაოებს, პროექტირებასა და მათ შემდგომ განხორციელებას გულისხმობს: წყალსადენ-კანალიზაცია, ავტომატური ხანძარქრობა, გათბობა-კონდიცირება, ვენტილაცია, ელექტროობა, სუსტი დენები.
წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს ქვეყანაში დავნერგოთ თანამედროვე სტანდარტები, განვავითაროთ ქვეყნის სამშენებლო ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას.