თანამშრომლობა განვითარება წარმატება
კარიერა

DOMSON’S ENGINEERING-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და საქმისადმი ერთგული სპეციალისტებით, ვისაც აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. აღნიშნული ფაქტორი კომპანიას აძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს, შეასრულოს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები მკაცრად განსაზღვრულ და წინასწარ დათქმულ ვადებში უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებით.

DOMSON’S ENGINEERING-ის მუდმივმა ინვესტიციამ თანამშრომლების განვითარებაში შექმნა გარემო, სადაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს თავისი პოტენციალის მაქსიმუმი, საკუთარი და საერთო წარმატებისთვის.