წყალსადენ-კანალიზაციის და ხანძარუსაფრთხოების ინჟინერი

Domson's Engineering აცხადებს ვაკანსიას  წყალსადენ-კანალიზაციისა და ავტომატური ხანძარქრობის სისტემების ინჟინერ-დიზაინერის თანამდებობაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტირების კონცეპციისა და მიდგომების შემუშავება;
  • მონაცემთა შეგროვება და გადამოწმება;
  • NFPA და შესაბამისი საერთაშორისო სტადარტებისა და კოდექსების შესწავლა;
  • პროექტის დიზაინის შესაბამისი დანადგარების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
  • საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით წყალსადენ-კანალიზაციის და სახანძრო უსაფრთხოების განლაგების სქემების შედგენა AutoCAD ან Revit გამოყენებით;
  • წყალსადენ-კანალიზაციის სპეციფიკაციების სქემების შედგენა;
  • პროექტზე დაყრდნობით წყალსადენ-კანალიზაციისა და სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მოთხოვნების შემიშავება;
  • ნახაზების მომზადების უზრუნველყოფა სრული სიზუსტისა და დედლაინების დაცვით;
  • ნახაზებისთვის დეტალური ინფორმაციის მისაღებად გუნდის წევრებთან, უშუალო ხელმძღვანელთან, დამკვეთთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში ჩართულობა და მთავარი ინჟინერის ხელმძღვანელობით პროექტის მოთხოვნების შეთანხმება მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან;
  • სამუშაო ნახაზების მონიტორინგი და დროული, დეტალური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან ნებისმიერი ტექნიკური ცვლილებებისა და სამუშაოს შესრულების გრაფიკთან დაკავშირებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ორწლიანი ტექნიკური ხარისხი შესაბამის დისციპლინაში და სამწლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ან ოთხწლიანი ტექნიკური ხარისხი შესაბამის დისციპლინაში და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება; ან ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • AutoCAD და Revit MEP სრულყოფილად ცოდნა.  ამ სისტემებში მოდელირების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
  • NFPA, საერთაშორისო სტანდარტებისა და სამშენებლო კოდების ცოდნა;
  • ელექტრო და მექანიკური ინჟინერიის ზოგადი ცოდნა;
  • საინჟინრო თეორიებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • Microsoft Word, Excel და Outlook ცოდნა;
  • სასურველია ჰიდრავლიკური გაანგარიშების პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებული;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • სიტუაციის გაანალიზებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებებს!