სიახლეები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
25.10.2021

DOMSON'S ENGINEERING-მა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის მიზანია საქართველოს შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სამაცივრე, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართულებით უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ DOMSON'S ENGINEERING-ში.