სიახლეები
Daikin-ი, როგორც კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებების მთავარი მხარდამჭერი, CDP “A” სიის მიხედვით დასახელდა მსოფლიოს წამყვან კომპანიად აღნიშნული მიმართულებით
17.02.2022

კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებით, Daikin Industries Ltd-მ ბოლო პერიოდში დიდი აღიარება მოიპოვა, რამაც განაპირობა კომპანიის CDP “A” სიაში მოხვედრა. თავის მხრივ CDP - საერთაშორისო არაკომერციული გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც მართავს გლობალური გარემოსდაცვითი ინფორმაციის სისტემას. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით საკითხებზე ანგარიშგებას და გააანალიზოს კლიმატის ცვლილების მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით.

CDP-ის ანგარიშგების სისტემა საშუალებას აძლევს კომპანიებს და ადგილობრივ ხელისუფლებას, აღრიცხონ და მართონ საკუთარი საქმიანობით განაპირობებული ზეგავლენა გარემოზე, შეაფასონ რისკები და შესაძლებლობები, რაც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, წყლის რესურსებისა და გაუტყეურების საკითხებს. CDP ყოველწლურად აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას დიდი კომპანიების გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ და ირჩევს ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე გამორჩეულნი არიან კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებების ინიციატივებითა და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაზიარებით კლიმატის ცვლილების "A“ სიისთვის. ანგარიშგება ყოველწლიურად ხორციელდება CDP-ის ანგარიშგების ონლაინ სისტემის მეშვეობით. მიმდინარე წლისთვის CDP-მ შეაფასა 12000 კომპანია და შეარჩია 200 საუკეთესო, მათ შორის 55 იაპონური კომპანია.

Daikin-ი მსოფლიოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს როგორც კონდიციონერებს, ასევე რეფრაგენტებს. მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის მიერ წარმოდგენილი პრემიუმ ხარისხის პროდუქცია და მრავალფეროვანი სერვისი გარემოსდაცვით ტექნოლოგიებზე არის დაფუძნებული. გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის მიმართულებით მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ შიდა სივრცეს, რაც ბუნებრივად ხელს უწყობს ადამიანების ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. თუმცა, ცნიბილი ფაქტია, რომ კონდიცირების ფართო გამოყენება ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც გავლენას ახდენს გლობალურ დათბობაზე. ბიზნესის ზრდის ხელშეწყობის მიზნით და ამავდროულად კლიმატზე ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად, Daikin-მა შეიმუშავა შესაბამისი პროგრამა “Environment Vision 2050”, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის ბიზნეს აქტივობების შედეგად სათბურის აირების გამოყოფის მინიმუმამდე დაყვანას 2050 წლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია 2030 წლისთვის გეგმავს მაჩვენებლის შემცირებას 50%-ით. წარმოების ეტაპზე დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შემუშავების გარდა, კომპანია მუშაობს რეფრაგენტის აღდგენისა და მისი მეორადი უტილიზაციის პროექტზე.

გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის (HVAC) მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი იაპონური ბრენდი, Daikin-ი აგრძელებს კომფორტულ და უსაფრთხო მიკროკლიმატზე ზრუნვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.