სიახლეები
საქართველო McDonald’s-ის ლოჯისტიკურ რუკაზე
13.01.2021

Domson's Engineering-ის მიერ, მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, McDonald's-ის, კონტინენტზე რიგით მე-4 პურის საცხობი საწარმო შენდება, სადაც კომპანია ასრულებს ელექტრო-მექანიკურ, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნულ პროექტს რეგიონალური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საქართველო McDonald’s-ის ლოჯისტიკურ რუკაზე გამოჩნდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ადამიანური რესურსების დასაქმების კუთხით, ასევე მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის განვითარების მხრივ.

შენობაში დაგეგმილია წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის, ელექტროობის და სუსტი დენების სამონტაჟო სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება, ISO 14001 სტანდარტის შესაბამისად, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ნორმებს ენიჭება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ DOMSON’S ENGINEERING-ს და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, FIDIC-ის ყვითელი წიგნის, 2017 წლის მეორე გამოცემით რეგულირდება, რაც თავის მხრივ, პროექტის უმაღლესი სტანდარტებით შესრულებას უწყობს ხელს.