სიახლეები
DOMSON’S ENGINEERING-ი პროფესიულ განათლებაში თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს ნერგავს
22.04.2021

DOMSON’S ENGINEERING-მა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კოლეჯ მოდუსთან, რომლის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით მიღებული თეორიული ცოდნა განავრცონ პრაქტიკული ცოდნით, რაც მათი პროფესიონალიზმის წინაპირობა იქნება.

ჩვენი მიზანია გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება მომავალ სპეციალისტებს. სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით პრაქტიკულ კურსში ჩართულობა აამაღლებს სტუდენტების პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც უზრუნველყოფს მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზებას სამომავლო საქმიანობაში.

პრაქტიკული კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიც არის შესრულებული სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დიაგნოსტიკა,  სისტმების გამართულობის ტესტირება უახლესი მეთოდებითა და ტექნოლოგიით, თანამედროვე სამშენებლო მეთოდოლოგია, ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტები და მაღალეფექტური მასალების გამოყენების პრინციპები.

სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ კომპანია DOMSON’S ENGINEERING-ში დასაქმდნენ.

წარმატებას ვუსურვებთ სტუდენტებს და ვაგრძელებთ აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესებში!