კაფე-რესტორნები
კაფე-რესტორნები

DOMSON’S ENGINEERING-ის მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სახის რესტორანი უზრუნველვყოთ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისი საინჟინრო სტანდარტებით. ასეთ შენობებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხანძარ-უსაფრთხოების საშუალებებს, მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ცენტრალური სახანძრო ქსელის გარდა, გამწოვ-ქოლგებზე მობილიზდება მშრალი ხანძარქრობის ლოკალური სისტემები. სამზარეულოდან გასროლილი ჰაერი ხასიათდება მაღალი დონის დაბინძურებით და ადეკვატურად აისახება მრავალსაფეხურიან ფილტრაციაში, მათ შორის ე.წ. იონური და ნახშირის ფილტრების საჭიროებაში.

თანამედროვე ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინება, როგორიცაა მაგალითად, სივრცეების დიფერენცირება მწეველთა და არამწეველთა ზონებად, რაც საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს ჰაერ-ცვლის დაგეგმვაში.