კომერციული
კომერციული

კომერციული შენობის საინჟინრო ქსელები ხშირად უნიკალურია და საჭიროებს სპეციფიურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს.

დიდი მოცულობის ღია შენობებისთვის, რომლებიც განკუთვნილია მრავალი ადამიანის თავშეყრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური სისტემების შემუშავება, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს შენობის საექსპლუატაციო ხარჯებს.

პროექტის მასშტაბები ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობასაც მოითხოვს. მსგავსი ტიპის საპროექტო გადაწყვეტილებები ასევე უნდა ითვალისწინებდეს შესაძლო ავარიულ სიტუაციებს, რომლის მიმართ მზადყოფნაც გამოიხატება ავარიული ელექტრო-მომარაგების უზრუნველყოფაში.