სიახლეები
ქართული კომპანიის საერთაშორისო აღიარება
07.02.2019

კომპანია Domson’s Engineering-მა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2019 წლის 7 თებერვალს, სასტუმრო რუმსში კონფერენციას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე შეჯამდა კომპანიის მიერ საინჟინრო სფეროში გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯები, რის აღსანიშნავადაც, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი, კომპანია Daikin-ი ესტუმრა. 

Domson’s Engineering-ი არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც რეგიონის უმნიშვნელოვანეს პროექტებში A-კლასის ენერგოეფექტურ სისტემებსა და ხანძარუსაფრთხოების NFPA-ის საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს. ქართულმა კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, იაპონური ბრენდი Daikin-ის  საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მოიპოვა და ასეთივე წარმატებით აგრძელებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ბრენდებთან თანამშრომლობას.

კომპანია Daikin-ი  დაარსდა 1924 წელს და დაფუძნების დღიდან დაუზოგავი ძალისხმევით უმკლავდებოდა მუდმივად-განვითარებად ტექნოლოგიურ გამოწვევებს და შეძლო გამხდარიყო გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ერთ-ერთი მსოფლიო წამყვანი მწარმოებელი. უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, Daikin-ი ქნმნის საუკეთესო პროდუქციას და სისტემებს, რათა უზრუნველყოს კომფორტული და ეკოლოგიურად ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო მთელ მსოფლიოში. კომპანია აწარმოებს A-კლასის ენერგო-ეფექტურ HVAC სისტემებს.

მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საეთაშორისო კომპანიები საინჟინრო სფეროდან, საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. 

ასევე, საზეიმო ვითარებაში გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტს - City Mall Saburtalo-ს, Domson’s Engineering-სა და Daikin-ს შორის.