სიახლეები
საფრანგეთში გაიხსნა მსოფლიოში პირველი სოლარული გზა, რომელიც საოცრად ძვირადღირებულია!
30.11.2017

მსოფლიოს პირველი სოლარული გზატკეცილი გაიხსნა  საფრანგეთის ნაკლებად მზიან სოფელ Tourouvre au Perche, ნორმანდიაში. გზატკეცილი მხოლოდ 1 კმ სიგრძისაა, მაგრამ გამოიმუშავებს 2800 კვ/მ ფოტოელემენტს, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის ქუჩის განათებას.

გზა გაყვანილი იქნა მსხვილი ანგლო-ფრანგული სამშენებლო კომპანია „Colas”-ის მიერ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კომპანია „Colas”-ი მუშაობს საკუთარი საგზაო სოლარული ტექნოლოგიით, რომლის სახელწოდებაა “Wattway”. თავდაპირველად “Wattway” გამოცდილი იქნა მანქანების პარკირების ადგილებში და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული სისტემა  გამოიყენეს მოქმედ გზაზე. მას აქვს ორწლიანი გამოსაცდელი ვადა, გაუძლებს თუ არა ის ყოველდღიურად ათასობით მსუბუქი და სატვირთო მანქანის მოძრაობას და შეძლებს თუ არა რეალურად გამოიმუშაოს  საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგია.

სოლარული გზების მშენებლობა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც მის მთავარ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა  „Colas”-ის მფლობელის განცხადებით,“Wattway”-ის გაყიდვის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული პანელი არის  სულ რამდენიმე მილიმეტრი სისქის  და მისი დამონტაჟება შესაძლებელია უკვე არსებულ გზაზე, რაც თავის მხრივ, საგრძნობლად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს. ნორმანდიაში 1 კმ გზის მშენებლობის ღირებულება ორზოლიან გზატკეცილზე მხოლოდ ერთი ზოლისთვის შეადგენს  4.3 მილიონ ევროს (£ 4.3m). 

ორზოლიანი გზის თითოეული კილომეტრის სოლარული პანელით 10 მეტრით გაფართოებისთვის თანხებმა შესაძლოა მიაღწიოს მილიარდობით ან ტრილიონობით ფუნტს, მაგრამ დაიფარება ქვეყნის გზების მნიშვნელოვანი ნაწილი.  

საბედნიეროდ, საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრს, სეგოლენ როიალს, ბევრად უფრო გონივრული მიზანი აქვს: მას სურს, რომ გზატკეცილის ყოველ 1000კმ-ზე 1 კილომეტრი ჩაანაცვლოს სოლარულმა პანელებმა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ორზოიანი სოლარული გზის  თითოეული კილომეტრის ღირებულება იქნება დაახლოებით 10 მილიონი ევრო, ხოლო მთლიანი გზა 10 მილიარდი ევროს ღირებულების იქნება.რომლის ღირებულებაც იქნება. ეს არ არის ცუდი იდეა, თუ პანელებს არ დასჭირდება რეგულარული შეკეთება და მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგის ღირებულება საწყის ხარჯთან შედარებით, ბევრად მაღალი იქნება. 

დღესდღეობით, სოლარული გზის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც აფერხებს ამ ტიპის გზების მშენებლობას. Colas-ი თქმით “Wattway”-ის ელექტრო ეფექტურობა 15 პროცენტია, რაც საკმაოდ კარგია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, სოლარული პანელები არის ბრტყელი და არა კუთხოვანი მზის ტრაექტორიის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მის ეფექტურობას მაღალ სიბრტყეებზე. ასევე, გადატვირთულმა მოძრაობამ, თოვლმა, ტალახმა და წვიმის შემდგოომმა გუბეებმა  შესაძლოა დაბლოკოს მზის სინათლე.  

როგორც ჩანს, 5მლნ. ევრო ნორმანდიის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის მისაღები ხარჯია, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხაა პატარა სოფლის გასანათებლად (3300 ადამიანი).

"Wattway"-ის ბროშურის თანახმად 2,800 კვ.მ სოლარულ გზატკეცილს შეუძლია 140 სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, რაც წელიწადში, დაახლოებით 420 მეგავატია. აქვე უნდა აღინიშნოს რომ, რეალურად პროექტი მიმართულია მხოლოდ გარე განათების უზრუნველსაყოფად და ნორმანდიაში არა აქვთ მოლოდინი მიიღონ 420 მეგავატი მოცულობის ენერგია, მზის დაბალი ინტენსივობის გამო.