„ეს არის უდიდესი მოვლენა. ჩვენ მივეკუთვნებით იმ პირველ კორპორაციათა რიცხვს, რომლებმაც განახლებადი წყაროსგან მიღებული ენერგიის შესყიდვის ფართომასშტაბიანი გრძელვადიანი კონტრაქტი დადეს. დღეისთვის ჩვენ ვართ მსოფლიოს უმსხვილესი განახლებადი წყაროსგან მიღებული ენერგიის შემსყიდველი კორპორაცია, მათ შორის ვყიდულობთ ქარისა და მზის ენერგიას 2.6 გიგავატის (2,600 მეგავატის) ოდენობით. ეს აღემატება მრავალი მსხვილი ენერგოკომპანიის სიმძლავრეს." - განაცხადა Urs Hölzle-მა, Google-ის ტექნიკური ინფრასტრუქტურის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
Google არ არის ერთადერთი თავის მისწრაფებაში გახდეს ენერგიის განახლებადი წყაროს მომხმარებელი გლობალური კორპორაცია. მსოფლიოს 80-ზე მეტ წამყვან კომპანიას თავის თავზე აქვს აღებული ვალდებულება მთლიანად გადავიდეს განახლებადი წყაროსგან მიღებულ ენერგიაზე. Facebook, Microsoft, IKEA და Nestle არიან RE100 83 პარტნიორთა შორის, რომლებიც ებრძვიან წიაღისეული საწვავისგან წარმოებული ენერგიის ნებისმიერი დამოკიდებულების აღმოფხვრას.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) შესაბამისად, 2015 წელი იყო წელი, როდესაც ენერგიის განახლებადი წყაროები დაეწივნენ ქვანახშირს და გახდნენ გლობალური ენერგეტიკული პოტენციალის უმსხვილესი წყარო.
“მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყოველ ერთ საათში 30, 000 მზის პანელი იქნება დაყენებული. ხოლო ქარის ტურბინები ყოველ ერთ საათში 2.5 დონეს მიაღწევენ. 5 წლის ვადაში მსოფლიო ენერგიის 60%-ის მიღება მოხდება განახლებადი წყაროსგან“ - აცხადებს Google-ს ვიცე პრეზიდენტი.