სიახლეები
DAIKIN EUROPE-ს გადაეცა ჯილდო „2022 წლის უცხოური ინვესტიცია“
04.04.2022

Daikin Europe N.V.-ი აღნიშნავს მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას - Flanders Investment and Trade (FIT)-ის მიერ კომპანიას გადაეცა ჯილდო „2022 წლის უცხოური ინვესტიცია“. აღნიშნული მიღწევა ხაზს უსვამს დაიკინის მიერ შეტანილ ინტელექტუალურ და 140 მილიონი ევროს ინვესტიციის სახით გაწეულ ფინანსურ წვლილს ბელგიის თბური ტუმბოს კვლევისა და განვითარების გლობალურ ცენტრში.

დაიკინის პროგნოზით, ახალი, თანამედროვე კვლევითი ცენტრი EMEA Development Center (EDC) გახდება კომპანიის თბური ტუმბოსა და მდგრადი გაგრილების ტექნოლოგიების გლობალური კვლევებისა და განვითარების მთავარი კვლევითი ცენტრი. EDC-ში გაწეული ინვესტიცია დაიკინის გეგმის "Daikin’s Fusion 2025"-ის ნაწილია - გაამყაროს პოზიციები, როგორც გლობალურად წამყვანი კომპანია მდგრადი გათბობისა და გაგრილების გადაწყვეტილებებში.

კვლევითი ცენტრი EMEA Development Center (EDC)-ს მშენებლობა დაგეგმილია ბელგიაში, ქ. გენტში მდებარე ტექნოლოგიურ პარკში. მისი ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება 2024 წლისთვის. EMEA ერთ სივრცეში გააერთიანებს ბელგიაში დაიკინის კვლევისა და განვითარების მიმართულებით მომუშავე ყველა სპეციალისტს. შედეგად, მათ მიეცემათ საშუალება უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ გენტის უნივერსიტეტთან.

"ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო ჩვენი სპეციალისტებისთვის, რაც მათი შთაგონების და ინოვაციური იდეების გენერირების ერთიანი სივრცე გახდება. გათბობის მიმართულებით ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინოვაციები ეფუძნება თბური ტუმბოს კვლევებისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაკვირვების შედეგების კომბინაციას, რაც ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავების შეუზღუდავ შესაძლებლობებს გვაძლევს“ - აღნიშნავს დაიკინის კვლევითი ცენტრი EMEA-ს გენერალური დირექტორის თანაშემწე, Laurent Van Thournout.

„თბური ტუმბოს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ 2050 წლისთვის ევროპის კონტინენტი კლიმატ-ნეიტრალური გახდეს. ჩვენს მიერ გამოყოფილი ინვესტიციები შესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე და წვლილი შევიტანოთ მდგრადი გათბობისა და გაგრილების განვითარებაში“ - აღნიშნავს Laurent Van Thournout.