სიახლეები
Domson's Engineering-მა წარმატებით დაასრულა მუშაობა ახალ სასწავლო პროექტზე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობის მიმართულებით.
31.01.2022

Domson's Engineering-მა, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო პროცესების აქტიურმა მხარდამჭერმა, College Modus-თან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით დაასრულა მუშაობა ახალ სასწავლო პროექტზე, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობის მიმართულებით.

კომპანიამ უზრუნველყო ელ. შედუღების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კურსი, რომელიც მოიცავდა როგორც საწარმოო პრაქტიკის მრავალფეროვან კომპონენტებს, ასევე მასტერკლასებსა და ტრენინგებს კომპანიის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებისგან.

პრაქტიკული კურსის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით, სწავლება მიმდინარეობდა უშუალოდ Domson's Engineering-ის პროექტებზე. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ კომპანიაში დანერგილ ელ. შედუღების თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებსა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლებს.

წარმატებას ვუსურვებთ სტუდენტებს მათ სამომავლო საქმიანობაში!