სიახლეები
DAIKIN-ი აღიარებულ იქნა 2021 წლის საუკეთესო ინოვაციურ კომპანიად და შევიდა მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ასეულში - "CLARIVATE TOP 100 GLOBAL INNOVATORS 2021"
04.08.2021

მსოფლიოს 100 საუკეთესო ინოვაციური კომპანიებისა და კვლევითი ინსტიტუტების გამოსავლენად, ამერიკული კორპორაცია CLARIVATE 2011 წლიდან ახორციელებს საპატენტო მონაცემთა ბაზების ანალიზს და უკვე 10 წელია ასახელებს მსოფლიოს გამოჩენილი კომპანიების რეიტინგს. 2021 წელს კომპანია DAIKIN-ს ზედიზედ მეშვიდედ, ხოლო ჯამში მერვედ  გადაეცა აღნიშნული ჯილდო.

როგორც გათბობა-გაგრილებისა და კონდიცირების სისტემების მწარმოებელი, მსოფლიოს წამყვანი კომპანია, დაიკინი საშუალებას აძლევს სხვა ორგანიზაციებს გამოიყენონ მის საკუთრებაში არსებული პატენტების ნაწილი, რათა ხელი შეუწყოს სათბური აირების ემისიის შემცირებას ინდუსტრიის მასშტაბით. მაგალითად, 2011 წელს დაიკინმა განვითარებად ქვეყნებს უსასყიდლოდ მიანიჭა წვდომა კონდიცირების სისტემების 93 პატენტზე, სადაც გამოიყენება გლობალური დათბობის დაბალი პოტენციალის (GWP) მქონე ფრეონი HFC-32 (R32), ხოლო 2015 წელს გააფართოვა წვდომა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. გარდა ამისა, 2019 წელს DAIKIN-მა გააფართოვა პატენტების მოქმედების ფარგლები და უარი განაცხადა მათ დამტკიცებაზე ენერგიის დაზოგვისა და დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის (GWP) მქონე ფრეონის გამოყენების მხარდასაჭერად.

აღნიშნული ძალისხმევისა და ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, 2020 წლის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განსაკუთრებული მიღწევების დაჯილდოვების ფარგლებში, რომელიც ჩატარდა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსა და იაპონიის საპატენტო ოფისის მხარდაჭერით, DAIKIN-ს გადაეცა ჯილდო “MINISTER OF ECONOMY, TRADE AND INDUSTRY AWARD”.

DAIKIN-ი აგრძელებს კვლევებს ახალი, ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად, და ამით მსოფლიოს არა მხოლოდ ახალ ღირებულებებს სძენს, არამედ დიდი წვლილი შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების განვითარებაში.