ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის სამეცნიერო და საინჟინრო ასოციაციების კავშირთან
24.05.2021
DOMSON'S ENGINEERING-მა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის სამეცნიერო და საინჟინრო ასოციაციების კავშირთან/ THE UNION OF SCIENTIFIC AND ENGINEERING ASSOCIATIONS OF UKRAINE, რომელიც აერთიანებს წამყვან სპეციალისტებს სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით და არის FIDIC-ის წევრი.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია მასშტაბური პროექტების რეალიზება, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება აღნიშნულ დარგში, რაც ხელს შეუწყობს სამშნებლო-საინჟინრო სექტორის განვითარებას საქართველოში.