საპროექტო-საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, Domson’s Engineering & Construction-ი აცხადებს ვაკანსიას საპროექტო-საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

პოზიცია: საპროექტო-საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საინჟინრო დეპარტამენტის მუშაობის კოორდინირება;
  • საწარმოო პროცესების ინჟინრული მხარდაჭერა;
  • საინჟინრო გადაწყვეტილებების მოძიება და დასაბუთება;
  • საინჟინრო დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოთა წარმოების ეტაპების ოპერატიული კონტროლი;
  • მხარდაჭერა სამუშაოთა წარმოების გრაფიკების მომზადებაში;
  • მხარდაჭერა სამუშაოთა განფასების მომზადებაში;
  • საინჟინრო დანადგარების მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • სამოქმედეო გეგმების შედგენა და დამუშავება;
  • საინჟინრო დანადგარების პროექტთან შესაბამისობის შემოწმება და კონტროლი;
  • ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებების წარმოება მხარეებთან;
  • საწარმოო პერსონალის ინსტრუქტაჟი სამუშაოთა წარმოების სპეციფიკაზე;
  • საპროექტო დოკუმენტაციის მართვა;
  • საპროექტო დავალებების სწორად განსაზღვრა;
  • სხვადასხვა საპროექტო დისციპლინების ერთმანეთთად კოორდინირება;
  • საპროექტო სამუშაოს ვადების მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი;
  • საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან მიმართებაში თავსებადობის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის, ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით;
  • საინჟინრო-საპროექტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ამოცანების ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
  • საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საპროექტო მიმართულების ცოდნა;
  • საპროექტო სისტემებთან, კომპონენტებთან მუიშაობის გამოცდილება;
  • AutoCAD, MS Office პროგრამების კარგად ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოში არსებული სამშენებლო მოთოხნების, ნორმების და რეგულაციების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

 

პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებული;
  • ლიდერული თვისებების მქონე;
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • სიტუაციის გაანალიზებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებგლად მიღების უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!