Domson's Engineering აცხადებს ვაკანსიას წყალსადენ-კანალიზაციისა და ავტომატური ხანძარქრობის სისტემების ინჟინერ-დიზაინერის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტირების კონცეპციისა და მიდგომების შემუშავება;
- მონაცემთა შეგროვება და გადამოწმება;
- NFPA და შესაბამისი საერთაშორისო სტადარტებისა და კოდექსების შესწავლა;
- პროექტის დიზაინის შესაბამისი დანადგარების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით წყალსადენ-კანალიზაციის და სახანძრო უსაფრთხოების განლაგების სქემების შედგენა AutoCAD ან Revit გამოყენებით;
- წყალსადენ-კანალიზაციის სპეციფიკაციების სქემების შედგენა;
- პროექტზე დაყრდნობით წყალსადენ-კანალიზაციისა და სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მოთხოვნების შემიშავება;
- ნახაზების მომზადების უზრუნველყოფა სრული სიზუსტისა და დედლაინების დაცვით;
- ნახაზებისთვის დეტალური ინფორმაციის მისაღებად გუნდის წევრებთან, უშუალო ხელმძღვანელთან, დამკვეთთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში ჩართულობა და მთავარი ინჟინერის ხელმძღვანელობით პროექტის მოთხოვნების შეთანხმება მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან;
- სამუშაო ნახაზების მონიტორინგი და დროული, დეტალური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან ნებისმიერი ტექნიკური ცვლილებებისა და სამუშაოს შესრულების გრაფიკთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ორწლიანი ტექნიკური ხარისხი შესაბამის დისციპლინაში და სამწლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ან ოთხწლიანი ტექნიკური ხარისხი შესაბამის დისციპლინაში და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება; ან ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
- AutoCAD და Revit MEP სრულყოფილად ცოდნა. ამ სისტემებში მოდელირების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
- NFPA, საერთაშორისო სტანდარტებისა და სამშენებლო კოდების ცოდნა;
- ელექტრო და მექანიკური ინჟინერიის ზოგადი ცოდნა;
- საინჟინრო თეორიებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა;
- Microsoft Word, Excel და Outlook ცოდნა;
- სასურველია ჰიდრავლიკური გაანგარიშების პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პროფესიული უნარები:
- ორგანიზებული;
- მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სიტუაციის გაანალიზებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!