Domson’s Engineering & Construction აცხადებს ვაკანსიას HVAC სისტემების ინჟინერ-პროექტანტის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მრავალპროფილური კომერციული, საცხოვრებელი, საწარმოო, ინფრასტრუქტურული და შერეული პროექტების შენობა-ნაგებობების საინჟინრო ქსელების პროექტირება;
- გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის სისტემების დაპროექტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ისევე, როგორც წარმატებულად დასრულებული პროექტების არსებობა;
- შესრულების ტექნიკური შეფასება, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, კონცეპტუალური და საბოლოო დიზაინი, ხარჯთაღრიცხვები, და საინჟინრო გათვლები;
- მდგრადი მექანიკური სისტემების კვლევა და პროექტირება, მათ შორის: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განაწილების ცოდნა;
- სისტემური დიზაინის მხარდასაჭერი საინჟინრო კალკულაციების მომზადება/ გადამოწმება;
- სტატისტიკური მონაცემების შეფასება და ანალიზი, მომხმარებელისთვის სხვადასხვა დიზაინის მქონე წინადადებების, სპეციფიკაციების და სახელმძღვანელოების მომზადება, რათა დადგინდეს სისტემის დიზაინის და ინსტალაციის მიზანშეწონილობა;
- კონსტრუირების პროცესის საშუალებით მოახდინოს მომხმარებლის მოთხოვნილებების და ტექ. დავალებების შეფასება გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია და წყალ მომარაგების სისტემების მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიაში, მაცივარ დანადგარების დაპროექტებაში ან მონათესავე დისციპლინებში;
- მინიმუმ 3-5 წლიანი კონსტრუირების გამოცდილება HVAC მიმართულებით;
- MEP და HVAC სისტემების კონსტრუირებისთვის საჭირო რომელიმე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: AutoCAD, DDSCAD, Revit MEP, IES და ა.შ.
- მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი: თვითდაჯერებული, მოსაუბრე, თავისი პოზიციის გამტანი.
- კრეატიული პიროვნება, გუნდში მუშობის ეფექტური უნარებით;
- კონკრეტული ამოცანების მისაღწევად დამოუკიდებლად მომუშავე პროფესიონალი;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პროფესიული უნარები:
- ორგანიზებული;
- მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სიტუაციის გაანალიზებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!