ონლაინ სერვისების პროვაიდერი EVOLUTION GAMING
ონლაინ სერვისების პროვაიდერი EVOLUTION GAMING
დასრულებული
დაწყების თარიღი: September 2018
დასრულების თარიღი: December 2021
დამკვეთი: შპს „ევოლუშენ ჯორჯია“

DOMSON’S ENGINEERING-მა შეასრულა საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოები ონლაინ კაზინო EVOLUTION GAMING-ში. ონლაინ კაზინო B2B კლიენტებს LIVE გადაწყვეტილებებს და პროდუქტებს სთავაზობს, თანამშრომლობს თითქმის ყველა წამყვან სამორინესთან და წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ლიდერის პოზიციებს არ თმობს.

კაზინო აღჭურვილია ავტომატური ხანძარქრობის, გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის თანამედროვე და ინტეგრირებული სისტემებით. პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაშია ASHRAE-ს და NFPA-ს საერთაშორისო სტანდარტებთან.

პროექტში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პრემიუმ კლასის პროდუქცია, როგორიც არის: DAIKIN, DANFOSS, NAFFCO და ა.შ.

ფართობი: 1 800 მ²

მისამართი: საქართველო, თბილისი, მექანიზაციის ქ. N1/2