ონლაინ სერვისების პროვაიდერი EVOLUTION GAMING
ონლაინ სერვისების პროვაიდერი EVOLUTION GAMING
დასრულებული
დაწყების თარიღი: January 2020
დასრულების თარიღი: December 2021
დამკვეთი: შპს „ევოლუშენ ჯორჯია“

DOMSON’S ENGINEERING-მა შეასრულა საინჟინრო სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოები  ონლაინ კაზინო EVOLUTION GAMING-ში. EVOLUTION GAMING-ი, B2B კლიენტებს რეალურ დროში გადაწყვეტილებებს და პროდუქტებს სთავაზობს, თანამშრომლობს თითქმის ყველა წამყვან სამორინესთან და წლებია, მსოფლიოს მასშტაბით, ლიდერ პოზიციებს არ თმობს. კაზინო აღჭურვილია წყალსადენ-კანალიზაციის, სახანძრო სისტემების, გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის, ელექტროობის და სუსტი დენების, კერძოდ კი მონაცემთა გადაცემის (DATA) და შენობის ინტელექტუალური მართვის (BMS) თანამედროვე და ინტეგრირებული სისტემებით ASHRAE და NFPA საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, როგორიცაა: DAIKIN, DANFOSS, NAFFCO, SCHNEIDER ELECTRIC და ა.შ.

ფართობი: 2 500 მ2

მისამართი: საქართველო, თბილისი, მექანიზაციის ქ. N1/2