სიახლეები
Daikin-მა შეიმუშავა ფრეონის გაჟონვის დეტექციის ინოვაციური პროგრამული შესაძლებლობა ჩილერების დისტანციური მონიტორინგისთვის
26.10.2021

Daikin-მა შეიმუშავა ახალი პროგრამული შესაძლებლობა, რომელიც ახდენს სამაცივრე დანადგარებში ფრეონის აირის გაჟონვის გამოვლენას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დანადგარების უსაფრთხოებისა და აირის შემცველობის მოთხოვნილი ნორმის დაცვას.

პროგრამული შესაძლებლობა წარმოადგენს Daikin-ის მიერ შემუშავებულ უნიკალურ პროგრამულ ალგორითმს, რომელიც საწყისი მონაცემების გამოყენებით, წინასწარ საზღვრავს გაჟონვის საფრთხის რისკს. ამავდროულად, ახდენს მსგავსი ხარვეზების სავარაუდო განმეორებების ანალიზს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს განსაზღვროს ხარვეზის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების საჭიროება.

დაიკინის ახალი ალგორითმი, დანადგარების მაქსიმალური დატვირთვის დროს ახდენს მცირე რაოდენობის გაჟონვის დეტექციასაც კი. მსოფლიოს ბაზარზე არსებულ სხვა შესაძლებლობებთან შედარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გაჟონვის დეტექციას დანადგარის 50%-დან დატვირთულობის შემთხვევაში, დაიკინის ალგორითმი ახდენს დეტექციას დანადგარის დატვირთულობის 33%-დან.

გაჟონვის რისკების წინასწარი განზასღვრით დაიკინის ინჟინრებს შესაძლებლობა ეძლევათ დროულად დაგეგმონ ხარვეზების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები, რაც თავის მხრივ განაპირობებს ფრეონის დაზოგვას.

ფრეონის გაჟონვის გამოვლენის ახალი პროგრამული შესაძლებლობა წარმოადგენს Daikin on Site (DoS) დისტანციური მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის ნაწილს. ინოვაციული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება გამორიცხავს გაჟონვის გამოვლენისთვის დამატებითი სენსორების გამოყენების აუცილებლობას, ისევე როგორც ადგილზე მისვლას და მექანიკურ კონტროლს, რაც ასევე ხელს უწყობს დამატებითი ხარჯების შემცირებას.

ფრეონის გაჟონვის სწრაფი იდენტიფიცირება და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დროული დაგეგმვა აუცილებელია მავნე აირების ატმოსფეროში გამოყოფის თავიდან ასაცილებლად, რაც განაპირობებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანას.

მსოფლიოს ბაზარზე არსებულ სხვა შესაძლებლობებთან შედარებით, Daikin-ის ფრეონის გაჟონვის გამოვლენის ახალი სისტემა წარმოადგენს უნიკალურ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნენბულია ინოვაციურ მიდგომებზე და ორიენტირებულია ხარჯების შემცირებაზე, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობაზე.