ინსტალაცია
მსოფლიოს წამყვანი საინჟინრო ბრენდების მიერ ლიცენზირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ სისტემების სწორ და უსაფრთხო ინსტალაციას. კომპანია სამონტაჟო სამუშაოებს ასრულებს საპროექტო დოკუმენტაციის სრული გათვალისწინებით და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ASHRAE-ს და NFPA-ს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ სისტემების ექსპლოატაციაში გაშვებას, ოპტიმიზაციას და მომხმარებლის სრულ ინსტრუქტაჟს. გაყიდვების შემდგომი სერვისის სამსახური უზრუნველყოფს საექსპლოატაციო პერიოდში სრულ ტექნიკურ ასისტირებას და პრობლემაზე რეაგირების უმოკლეს დროს.
- აკრედიტირებული სპეციალისტები
- უსაფრთხო ინსტალაცია
- შემდგომი ოპტიმიზაცია
- მომხმარებლის დატრენინგება
- მოქნილი გაყიდვების შემდგომი სერვისი